სოფელ ნაკიეთთან, უხვი ნალექის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა

29 Jul 2020 16:51

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ118 მონაკვეთზე (სოფელი ნაკიეთი), უხვი ნალექის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა. 



უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.




კომენტარები:

ფართი შოპი