ნიკა გვარამია: ვანო ჯავახიშვილი ავად არის, მას მძიმე, ტრავმული ტვინის შერყევა აქვს...

24 Oct 2017 22:51

"ძალიან თვალში მოსახვედრი იყო, რომ არჩევენბამდე 2-3 კვირით ადრე, ვანო ჯავახიშვილის შოუ არ გადიოდა ეთერში. ის რომ არჩევნებამდე გაჩერდა ყველაზე კრიტიკული იუმმორისტული გადაცემა, ამან გააჩინა ეჭვები. პირდაპირ მითხარი - რატომ გაჩერდა ვანოს შოუ?"-ამ კითხვით, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, "რეაქციის" პირდაპირ ეთერში მიმართა. 


"ვანო ავად არის. ჩვენ ამაზე მასთან შეთანხმებით არ ვსაუბრობდით. მას მძიმე, ტრავმული ტვინის შერყევა აქვს. არ გვინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ეგზიტპოლების მერე, ისეთი ვერსიები წამოვიდა, სხვა გზა არ დაგვრჩა. იმედი გვაქვს, მინიმუმ მომავალ კვირაში დაგვიბრუნდება, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან სუსტადაა", - განმარტა გვარამიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი