დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ძირითადად ერთმანეთის ლანძღვითაა დაკავებული

29 Jul 2020 17:33

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ძირითადად ერთმანეთის ლანძღვითაა დაკავებული და ე.წ. ერთობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.



„ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ერთმანეთს ძირითადად ლანძღავენ. მათ ვერ შეძლეს ე.წ. ერთობის შენარჩუნება არჩევნებამდე. არჩევნებამდე რა სახით მიაღწევენ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოპოზიციურმა ძალებმა რაც უნდა კონფიგურაცია მოიფიქრონ, ისინი დამარცხდებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ქართველი ხალხი მათ კვლავ გამოუტანს შესაბამის განაჩენს. ეს არის რეალობა, რომელსაც ნახავს მთელი საზოგადოება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი