თამარ ბაჩალიაშვილის მამა: თხოვნა მაქვს, შსს-მ წაიღოს საქმე გამოსაძიებლად

29 Jul 2020 17:58

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ მისი შვილის საქმის გამოძიება შსს-ს გადაეცეს.



„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, დაზარალებულს, შვილმკვდარი მამას, თხოვნა მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წაიღოს ეს საქმე, თუ არა, ჩაერთვება ერი და მერე ვნახოთ. როგორც კი გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, როგორც ფედერალური ბიურო ჩავრთეთ, უცებ კომპიუტერი გახსნეს. მივმართავ ყველანაირ ძალას, გზა გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა. აღარ მჯერა ამ გამოძიების“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.



რაც შეეხება გარდაცვლილის იდენტიფიკაციისთვის, დნმ-ს ჩატარების შესახებ მედიით გავრცელებულ მის განცხადებას, ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.





კომენტარები:

ფართი შოპი