ეკატერინე ტიკარაძე: „კოვიდმა“ გვასწავლა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ჯანდაცვა

29 Jul 2020 18:48

„კოვიდმა“ გვასწავლა ის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ჯანდაცვა, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის კითხვას.



„გვასწავლა, რა არის ჯანდაცვის სწორი პლატფორმა და შესაბამისად, მისი სწორი ვერტიკალი; როგორი საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება იმისთვის, რომ მცირე ტურბულენციის შემთხვევაში საჭირო არ იყოს მაქსიმალური ენერგიის დახარჯვა და შესაძლებელი იყოს ამ ტურბულენციის დაძლევა იმ ინსტრუმენტებით, რომელსაც სწორი საკანონმდებლო ჩარჩო მოგვცემს. ეს საკანონმდებლო ჩარჩო მორგებული უნდა იყოს არა კონკრეტულ ინტერესებს, არამედ მოქალაქეების საჭიროებებს და უნდა იყოს თავისი ხედვით დამოუკიდებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი