საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო ამაყობს იმ წვლილით, რაც იმერეთის რეგიონის საგანძურის აღდგენის კუთხით გაკეთდება, ასევე საამაყოა ამერიკული ბიბლიოთეკის გახსნა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამას და ვამაყობთ, რომ აშშ-ის საელჩომ წვლილი შეიტანა ამ რეგიონის საგანძურის აღდგენაში. მე და გუბერნატორმა განვიხილეთ სხვადასხვა კულტურული საგანძური, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ზოგი მათგანი ახალ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მალე გაიხსნება. ძალიან ვამაყობთ წვლილით, რომელიც აქ შევიტანეთ ამერიკული კუთხის სახით, ბიბლიოთეკით, რომელიც ქმნის სივრცეს ხალხისთვის, რომელთაც აინტერესებთ მეტი ამერიკის შესახებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.