კელი დეგნანი: მოხარული ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმის ხილვით

29 Jul 2020 19:22

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმის ხილვით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.



„მართალია, კანონი არ შეიცავდა იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ და სხვა საერთაშორისო ექსპერტები ვურჩევდით, გათვალისწინებული ყოფილიყო, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო შეტანილი. ახლა მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ზედმიწევნით განხორციელება მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში, მომავალ არჩევნებამდე, რათა ამომრჩევლებს ჰქონდეთ პირობები, გააკეთონ არჩევანი დაშინების გარეშე, თავისუფლად და სამართლიანად, რომ დარწმუნებული იყვნენ არჩევნების შედეგებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი