ყოფილმა დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იშლება ის, რაც არის შექმნილი, აქ არც არაფერი შექმნილა და ვერც ვერაფერი დაიშლებოდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა თვითონ აქვს გადაულახავი პრობლემები, აქედან გამომდინარე როგორც არაერთხელ გადაუგდია თავისი ე.წ. პოლიტიკური პარტნიორები, ახლაც გადაყარეს ეს ადამიანები. რეიტინგები, რაც ბოლო დროს ქვეყნდება, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე უჭირს, რომ მას სხვების აკიდების და გათელვის საშუალებაც არ აქვს, აქედან გამომდინარე, ისინი დარჩნენ მარტო, ეულად. ვინც დღეს ყბედობს და დილიდან საღამომდე სხვადასხვა ეთერში დადის და ქადაგებს, რომ „პრემიერ-მინისტრი უნდა გავხდე“, „მინისტრი უნდა გავხდე“, ზოგიერთი შიკრიკად მოევლინა მიხელ სააკაშვილს საქართველოში, ამ ადამიანებს საერთოდ თავისი ხელით რაიმე გაუკეთებიათ ქართულ პოლიტიკაში? რომელიმე არჩევნები მარტო მოუგიათ?“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.