ეკატერინე ტიკარაძე: ბევრს ეშინოდა, რომ ქრისტიანული დღესასწაულების ჩატარების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად მოიმატებდა

29 Jul 2020 20:05


„ბევრს ეშინოდა, რომ ქრისტიანული დღესასწაულების ჩატარების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად მოიმატებდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გერმანულ გამოცემა „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა როდესაც ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორც მოახერხა საქართველოს მთავრობამ ის, რომ პანდემიის დროს ქვეყანაში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა.



„ეკლესიამ ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინა, ტაძრებში მიმდინარე ღვთისმსახურებაზე მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხალხი შეუშვეს, დაიტანეს დისტანციის დაცვისათვის საჭირო სპეციალური მარკირება, ზოგიერთი ღვთისმსახურება ღია სივრცეში ტარდებოდა. დღეს ძნელია თქვა, რა იყო იმის მიზეზი, რომ აფეთქება არ მოხდა: იყო თუ არა ეს ამ სპეციალური ღონისძიებების შედეგი, თუ აქ შემთხვევა ჰქონდა უბრალო გამართლებას“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.




კომენტარები:

ფართი შოპი