30 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა

29 Jul 2020 20:25

გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ივლისის ჩათვლით, მოსალოდნელია წვიმა.



სინოპტიკოსები ზღვაზე ორ-სამ ბალიან ღელვას ელოდებიან. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28-33 გრადუსი დაფიქსირდება.



რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას ელოდებიან. მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსი იქნება.




კომენტარები:

ფართი შოპი