ილია ბეგიაშვილი: შტაბში მივიღებთ გადაწყვეტილებებს როგორ მოხდება სოფლების პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება

29 Jul 2020 20:56

სტიქიის შედეგად დაზიანებული ყველა ადგილი ვნახეთ, ახლა ტექნიკური გადაწყვეტილებები მიიღება იმის შესახებ, პირველ რიგში, სად რა სახის სამუშაო უნდა ჩატარდეს. ასევე, ვგეგმავთ, ის რამდენიმე დღე, ვიდრე სოფლები მოწყვეტილი იქნება, როგორ მოხდება დაკავშირება, პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, რომელიც რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფება.



„დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყო სტიქია, ძალიან უხვი ნალექი იყო. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებია გზებზე, ზოგიერთ შემთხვევაში მარტივად შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემა, ზოგან კი უფრო რთული სამუშაოა ჩასატარებელი. რაც შეეხება წყალს, ონის სათავე ნაგებობებიდან გამოდის ორი ცენტრალური მაგისტრალი. საბედნიეროდ, ერთი მაგისტრალი დაზიანებული არ არის და ქალაქს წყალი მიეწოდება. მდინარისთვის კალაპოტის შეცვლის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკური ჯგუფები კიდევ უფრო გამართავენ წყლის მილებს და მოსახლეობის წყალმომარაგებაში შეფერხება არ გვექნება,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.



მისივე ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანეს ის მოქალაქეები, ვინც დახმარებას ითხოვდა და ამ დროისთვის არც ერთ სოფელში ევაკუაციასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის.





კომენტარები:

ფართი შოპი