კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია პარტიებმა ყურადღება გადაიტანონ საარჩევნო პლატფორმებზე

29 Jul 2020 21:27


საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია პარტიებმა ყურადღება უკვე გადაიტანონ საარჩევნო პლატფორმებზე, საარჩევნო პროგრამებზე, რადგან ეს არის ძირითადი და მნიშვნელოვანი ამომრჩევლებისათვის.



„დემოკრატიული პროცესის დამახასიათებელია ზუსტად გარკვეული დათმობები და კომპრომისები, სხვადასხვა საკითხის დისკუსია, განხილვები. შესაბამისად, რაც ხდება საქართველოში ამ პოლიტიკურ პროცესში, ეს არის დათმობაც, კომპრომისიც და ეს არის ნამდვილად ჯანსაღი პროცესი. თუმცა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარტიებმა ყურადღება უკვე გადაიტანონ საარჩევნო პლატფორმებზე, საარჩევნო პროგრამებზე, რადგან ეს არის ძირითადი და მნიშვნელოვანი ამომრჩევლებისათვის, იცოდნენ კონკრეტული პარტიების პლატფორმა და პროგრამა”, - განაცხადა კელი დეგნანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი