ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი საბერძნეთის საპატიო მოქალაქეები გახდნენ

29 Jul 2020 21:35

ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი ცოლი, მსახიობი რიტა უილსონი საბერძნეთის საპატიო მოქალაქეები ოფიციალურად გახდნენ. ინფორმაციას Instagram-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირაკოს მიცოტაკისი ავრცელებს.



2019 წლის ბოლოს საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპის პავლოპოლუსმა გამოსცა ბრძანება, ტომ ჰენქსისა და მისი ცოლისთვის საბერძნეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.





კომენტარები:

ფართი შოპი