ენტონი ფაუჩი: შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების დრო არ არის

29 Jul 2020 21:39

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ექიმი ფაუჩი, მასთან შედარებით, ბევრად პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობს. ფაუჩის განცხადებით, პანდემიის დროს შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები მიზანშეწონილი არ არის.



„ზოგიერთ შტატში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმიტომ მოიმატა, რომ ამ შტატებმა სამედიცინო ექსპერტების რჩევები არ გაითვალისწინეს.

იმედია, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ერთზე მეტი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა გვექნება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებთან ერთად იმუშავებს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.




კომენტარები:

ფართი შოპი