გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა და ამ დროისთვის სტაბილურად მიეწოდება.
„ონში დაახლოებით 1300 აბონენტი გვყავს, აქედან 500 ოჯახს წყალი დროებით არ მიეწოდებოდა. გავატარეთ გარკვეული ღონისძიებები, რის შემდეგაც აღდგა წყალმომარაგება. ამ დროისთვის წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა არ აქვთ. თუმცა, მიმდინარეობს სამუშაოები რომ თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული გაუგებრობები“, – გიგა მანდარიამ.