შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა გარდაცვლლი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა და მინისტრის გადაწყვეტილებით, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.