იტალია საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე გაახანგრძლივებს

30 Jul 2020 12:27

იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე გაახანგრძლივებს. 


პარლამენტმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და მთავრობას ნება დართო, უფრო მოქნილად ებრძოლოს კორონავირუსის პანდემიას.



იტალიაში კორონავირუსით სულ 35,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.




კომენტარები:

ფართი შოპი