საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

30 Jul 2020 12:30

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 935-ს შეადგენს.



ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.



კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.



კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.




კომენტარები:

ფართი შოპი