მარინა ეზუგბაია: ხუთი ახალი პაციენტიდან სამი შემოტანილი შემთხვევაა

30 Jul 2020 13:41

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან, სამი შემოტანილია, ხოლო ორ შემთხვევაზე წყაროსა და კონტაქტების მოძიების მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.



„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1155 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი და დღეს ჯამში გვაქვს 1160. გამოჯანმრთელებულებისრიცხვი ექვსით გაიზარდა და ამჟამად არის 935.


ხუთი ახალი პაციენტიდან სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთოა ვტომანქანის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.



რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას უკვე დადასტურებული დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი დაემატა. საუბარია სატვირთო ავტომობილის მძღოლზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი კორონავირუსით 42 პაციენტი იმყოფება.



მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. მძიმე ავადმყოფები დღეს ჩვენ არ გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი