ელენე ხოშტარია: გიორგი რურუას პატიმრობისთვის „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი „საფასურის გადახდა“ მოუწევს!

30 Jul 2020 14:12


„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მსჯავრდებული გიორგი რურუა უდანაშაულოა და მისი პატიმრობისთვის „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი „საფასურის გადახდა“ მოუწევს.



„გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი. გიორგი რურუა ამ საქმეში არის მსხვერპლი. ყველა ერთხმად საქართველოს ეუბნება, რომ მორჩით პოლიტიკურ დევნას. ეს არჩევნები არ იქნება ნორმალური არჩევნები, თუ არ მორჩება პოლიტიკური დევნა. ეს უთხრა მაიკ პომპეომ გიორგი გახარიას, ამაზე საუბრობენ სენატორებიც. გიორგი რურუა არათუ გამოვა ციხციდან, არამედ მოუგებს სახელმწიფოს და სისტემას და „ქართული ოცნება“ ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის. ვაპირებთ ბრძოლას, რათა გიორგი რურუა გამოვიდეს. ამის საშუალებები არსებობს. ამას სჭირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ნება. ზუსტად ისევე, როგორც არ უნდოდათ წინა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, მაინც საბოლოოდ მოუწევთ. გიორგი რურუა არის ყოჩაღად, რადგან იცის, რომ არის მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ბრძოლა, რათა სისტემა დაინგრეს. რასაც ბუგიანიშვილი საუბრობდა, ყველაფერი იყო მოსამართლის გარდა. კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ასეთი სასამართლო სისტემა საქართველოში აღარ უნდა იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.



თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




კომენტარები:

ფართი შოპი