კონსტანტინე მორგოშია, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი:
_24 ოქტომბერი, ღამის 02:24 საათი, კარგად დაიმახსოვრეთ ეს ჩემი პოსტი და "დასქრინეთ" რომ მერე სადაო არ იყოს რამე. კახა კალაძეს საკუთარ გუნდში ბევრი არ აღიქვამს დიდი პოლიტიკოსად ..... პრინციპში არც არის მაგრამ ..... დამიჯერეთ იმაზე ჭკვიანია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ძალიან მალე "ოცნება" მიიღებს ახალ ოპოზიციას და მისი ლიდერი სწორედ, რომ კახი იქნება ... ვისაც გეცინებათ ... არაა პრობლემა გადაიხარხარეთ ... მაგრამ აი, ჩემი ეს პოსტი კარგად დაიმახსოვრეთ და შეინახეთ. კახი კალაძე შრომის მოყვარეა და პოლიტიკურად სწრაფად ვითარდება, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობას, ამბიციებიც დიდი აქვს ... რაც მთავარია, კარგად იცის ოლიგარქის გავლენიდან, როგორ დააღწიოს თავი.