ირაკლი ბერაია: გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის

30 Jul 2020 14:50

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის.



„ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებას ზღაპრები მოუყვნენ, რაც არაფერს ნიშნავს. გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის და არც შეიძლება იყოს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.



თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




კომენტარები:

ფართი შოპი