მაიკ რაიანი: უნდა გავიაზროთ, რომ კორონავირუსს ჩვენი მოკვლა შეუძლია

30 Jul 2020 14:53

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტი მალე არ გამომუშავდება.



„ამ ეტაპზე ჯანმომ არ იცის, მსოფლიო მოსახლეობის რა ნაწილმა უნდა გადაიტანოს დაავადება, რათა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ საუბარი შესაძლებელი იყოს. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი 60%-დან 80%-მდე არის. სხვები მიიჩნევენ, რომ უფრო ნაკლებია. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ. ეს კი ნიშნავს, რომ სანამ იმუნიტეტის დონეს მივაღწევთ, ვირუსი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საფრთხე.


ვირუსის გავრცელების დაშვება იმის მოლოდინში, რომ კოლექტიური იმუნიტეტი გამომუშავდება, სახიფათოა. უნდა გავიაზროთ, რომ კორონავირუსს ჩვენი მოკვლა შეუძლია. ამიტომაც, სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საფრთხეს. სერიოზულად უნდა მივუდგეთ საკუთარი თავისა და სხვების დაცვას“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი