გიორგი რურუას ბრალდების საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის სწორი, რაც წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული.
„ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღეს სასამართლომ საბოლოოდ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყეტილება. სასამართლომ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, 381-ე მუხლის პირველ ნაწილში და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილში გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო. ერთობლიობაში სასამართლომ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყეტილება და სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა. პოლიტიკურ ჭრილს რაც შეეხება, მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო, ბრალდების მხარესაც მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი და ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა სასამართლო სხდომაზე“, – განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა წარდგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ სცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.