დავით ფერაძე, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი:
_„ვენი, ვიდი, ვიცი“, „მოვედი, ვნახე, დავამარცხე“ - ასე შეიძლება ვუწოდოთ ჩვენი და 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების დღევანდელ წარმატებას.
სიცრუეა სამინისტროს განცხადება, რომ თითქოს მხოლოდ დარღვევები გახლდათ სკოლის დირექტორის გათავისუფლების მიზეზი. დარღვევები მას აქციებამდე ბევრად ადრე დაუდასტურდა, მაგრამ სამინისტრო ვერ ელეოდა ყოფილ დირექტორს. ყველამ იცის, რომ სკოლაში რამდენიმე დღეა რაც საპროტესტო სიტუაციაა, მაგრამ დირექტორის თანამდებობიდან წასვლა დააჩქარა მხოლოდ და მხოლო იმ გარემოებამ, რომ ჩვენ შევუერთდით ამ აქციას და კატეგორიულად დავაყენეთ მოქმედი დირექტორის გადაყენების საკითხი. მოხერხდა სრული კონსტრუქციული აქციის ორგანიზება. მხოლოდ მას შემდეგ რაც მონაწილეებთან შევთანხმდი, რომ აქცია სამინისტროსთან გადაინაცვლებდა, 10-15 წუთში მიიღო სამინისტრომ დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილაბა. მინისტრი შეშფოთდა, რომ პროცესებს უმართავი სახე არ მიეღო და რომ სხვა სკოლებსაც არ გადადებოდა. სამწუხაროა, რომ დედაქალაქის 200-ზე მეტი სკოლიდან, ერთ პედაგოგსაც არ ეყო გამბედაობა, დრო, კოლეგიალობა, რომ სოლიდარობას შეერთებოდა.. ეს, ნამდვილად სამწუხაროა! მაგრამ, არა უშავს, როდესაც თქვენ მოგადგებიან, მე მაინც თქვენ გვერდით ვიქნები. ასევე, თქვენ გვერდით იქნებიან 67-ეელებიც. აი, ეს შევძელით! ეს არის ერთობლივი გამარჯვება. ვულოცავ 67-ე სკოლას! ახლა ჯერი ე.წ. „სქემის“ გაუქმებისკენ უნდა ავიღოთ.