მარიამ ქვრივიშვილი: რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით

30 Jul 2020 18:47

რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.



„შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია და რაჭაში იმყოფებიან დამსვენებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი განთავსების ობიექტებიდან, ადამიანებისგან რომლებიც იქ ისვენებენ, რათა დროული დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა ადამიანსა და სასტუმროს, რომელთაც ამის საჭიროება სტიქიის გამო დაუდგათ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი