რომან გოცირიძე: პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო

30 Jul 2020 19:30


პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი რურუასთან დაკავშირებით მორჩილმა, პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.



„8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტს იგივე ზომის მიღება მოუწევს, რაც იყო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების თაობაზე, რომლის პირდაპირ სურვილებს ასახავს სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.



თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




კომენტარები:

ფართი შოპი