გიორგი გახარია: სტიქიით დაზარალებული სოფლების მომარაგებაში პრობლემა არ შეიქმნება

30 Jul 2020 19:34


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ონის სოფლების მომარაგება მოხდება საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით. ასევე სურვილის შემთხვევაში, სოფლიდან მოსახლეობის ვერტფრენიც გამოყვანა მოხდება.



„სოფლებთან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ადამიანებს, რომლებსაც სოფლებიდან გამოყვანის სურვილი ექნებათ, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა საჭირო პროდუქტით. ოთხი ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით დაახლოებით, 30 მილიონ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მილიონ ლარამდე. ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი – ეს ის სოფლებია, სადაც, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი თვე მოგვიწევს მუშაობა. თუმცა, გვპირდებიან, რომ კარგი ამინდის პირობებში, ელექტროენერგიას აღვადგენთ ერთ კვირაში, ათ დღეში. მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი