მეცნიერებმა შინაური ქათმების წარმოშობის ადგილი დაადგინეს

30 Jul 2020 19:57

შინაური ქათმების წინაპრები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობდნენ. ასეთია კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი.



სპეციალისტებმა მსოფლიოში მასშტაბით ქათმის 863 ჯიშის გენომი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათი საერთო წინაპარი ბანკივური ქათამია, რომელიც მიანმარის, ლაოსის, ტაილანდის და ჩინეთის ტერიტორიაზე დღესაც ბინადრობს.



სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქათამი ჯუნგლებში მცხოვრებ წინაპართა შტოს 12 800 - 6 200 წლის წინ გამოეყო, რის შემდეგაც ადამიანებმა მისი მოშინაურება დაიწყეს. ძველი კვლევების ავტორები ვარაუდობენ, რომ ქათმების მოშინაურება ჩრდილოეთ ჩინეთში, ძველი წელთაღრიცხვით 8050 წელს, ან პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიაზე, ძველი წელთაღრიცხვით 2000 წელს დაიწყო.



დღეს ქათამი მსოფლიოში ფრინველის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. დედამიწაზე დაახლოებით 23 მილიარდი ქათამი ცხოვრობს.



წყარო - imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი