დავით ბაქრაძე: ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენი ამოცანა სისტემის დანგრევა იქნება

30 Jul 2020 21:34


„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გიორგი რურუას საქმეზე გამოტანილ სასამათლო განაჩენს გამოეხმაურა. მისი თქმით, მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი რურუას ებრძვის სახელმწიფო სისტემა.



„სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი რურუას ებრძვის სახელმწიფო სისტემა. ეს არის სახელმწიფო სისტემა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც ჩართულია უკანონო დაკვეთის აღსრულებაში და უდანაშაულო ადამიანის დაჭერაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით შეისისხლხორცა ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს ეს სისტემა მუშაობს სწორედ ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ სამსახურში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ ის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა იქნება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არამხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ეხმარება ხელისუფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.



თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა წარდგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 




კომენტარები:

ფართი შოპი