მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია

31 Jul 2020 13:34

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია.



„გუშინ იყო 1160 დადასტურებულიშემთხვევა, დაემატა რვა ახალი და ამჟამად გახლავთ 1168 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ხუთით გაიზარდა და გახდა 940. რვა შემთხვევიდან ხუთი შემოტანილი შემთხვევაა. აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გაჩიანია, კიდევ ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.







კომენტარები:

ფართი შოპი