საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად.
„გვქონდა საშუალება, რომ გამჭვირვალედ გვენახა ამ პროცესის მიმდინარეობა. სასამართლომ მიიღო განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით რურუას უკვე მისჯილი აქვს შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. ამაში პოლიტიკურ სარჩულს მე ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა, სრულიად გამოვრიცხავ პოლიტიზებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ეს არის მათი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.