გელა სამხარაული: ილტოს ხეობაში წყალსაცავის მშენებლობა დაიწყება

30 Oct 2017 18:09

ილტოს ხეობაში, სახელმწიფოს ინიციატივითა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მალე წყალსაცავის მშენებლობა დაიწყება. წინა საპროექტო სამუშაოებისთვის, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი გამოცხდდება. მომდევნო ეტაპი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმის საფუძველზე პროექტის შედგენას ითვალისწინებს. წყალსაცავი, რომლის სიმაღლე 118 მეტრი, ფართობი კი დაახლოებით 200 ჰექტარია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში აშენდება. ტერიტორია, სადაც კახეთის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იგეგმება ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, იოსებ ქარუმაშვილთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ბუკიასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაათვალიერა. 


„ილტოს წყალსაცავის მშენებლობა ის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც მრავალმხრივი დადებითი შედეგი ექნება. პროექტის განხორციელება პირდაპირ კავშირშია ილტოს ხეობის სოფლების მაცხოვრებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ერთია, რომ წყალსაცავის ფუნქციონირება წყლით მომარაგების, ფართობების გასარწყავიანების და ენერგეტიკულ პროცესებს არეგულირებს, რასაც თავისთავად სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ილტოს ხეობაში ტურისტულ-რეკრეაციული ზონის შექმნა და ამ პროცესში ჩართული ადამიანებებისთვის შექმნილი სამუშაო ადგილები. ეს საუკუნის პროექტია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის მნიშვნელოვანია მთელი კახეთის რეგიონისთვის. მშენებლობა დაახლოებით 5-6 წლის მანძილზე გაგრძელდება,“ -განაცხადა გელა სამხარაულმა.


კომენტარები:

ფართი შოპი