გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის ადვოკატები მცხეთის სასამართლოში დღეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ადვოკატები თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მათ დატოვებას მოითხოვენ, ალტერნატივად კი, გირაოთი ან მეთვალყურეობაზე არასრულწლოვნების გადაცემის შუამდგომლობას დააყენებენ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეში დევს, არასრულწლოვნების პატიმრობაში ყოფნა კანონდარღვევაა.
„არასრულწლოვნის პატიმრობა უკიდურეს შემთხვევაში ხდება. დღეს ჩვენ სამართლებრივი თვალსაზრისით, ველოდებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლას“, – განაცხადა ნ.ც-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ.