ლეონარდო დიკაპრიო ოლდს ჰაკსლის უტოპიური რომანის, „კუნძული“ ეკრანიზაციას აპირებს.
რომანი პირველად 1962 წელს გამოქვეყნდა. ის იზოლირებული საზოგადოებაზე მოგვითხრობს, რომელიც ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს.
სერიალს დიკაპრიოს სტუდია AppianWay და კომპანია In Good Company Films ერთობლივად გადაიღებენ. ჯერჯერობით უცნობია, წარსდგება თუ არა დიკაპრიო სერიალში მსახიობის ამპლუაშიც.