ნინო წილოსანი: მიუღებელია, ეჭვი შევიტანო დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებაში

31 Jul 2020 16:24

,,გიორგი რურუა, ჩემთვის არც პოლიტიკურ პერსონას წარმოადგენს, არც მედიასთან დაკავშირებულ პირს, რადგან ვიცით მისი დამოკიდებულება და ჩართვის ხარისხი მედიაში", – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.



„რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას ან პროცესს, რომელიც სასამართლოში წარიმართა, ერთი მხრივ, სასამართლო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დახმარებით, ჩემთვის მიუღებელია, ეჭვი შევიტანო ამ დამოუკიდებელი შტოს გადაწყვეტილებაში და მეორე მხრივ, ასევე ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს, პრეზიდენტის ნება და დისკრეციული უფლებაა, შეიწყალებს თუ არა კონკრეტულ პატიმარს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.



თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





კომენტარები:

ფართი შოპი