ეკატერინე ტიკარაძე: პანდემიის პირობებში ინფიცირების ერთეული შემთხვევა ყოველთვის მოსალოდნელია

31 Jul 2020 16:33

პანდემიის პირობებში ინფიცირების ერთეული შემთხვევა ყოველთვის მოსალოდნელია - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.



,,COVID-19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით მოლოდინი მთელ მსოფლიოში არსებობს და ამ შემთხვევაში ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ჩვენს ქვეყანაშიც ელოდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი როგორც სისტემის მზაობის, ასევე მოქალაქეებთან კოორდინაციის კუთხითაც, რადგან საზოგადოება მეტად დამყოლი იყოს სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში", - აცხადებს ტიკარაძე.



საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.





კომენტარები:

ფართი შოპი