NASA-მ მარსზე როვერი Perseverance გაუშვა

31 Jul 2020 18:19

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მარსმავლის Perseverance („შეუპოვრობა“) გაშვება წარმატებით განახორციელა. 



როვერი წითელ პლანეტას 7 თვის შემდეგ მიაღწევს. აპარატის მთავარი მიზანი მარსზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენაა. Perseverance ავტომობილის ზომისაა და წიაღისეულების აღმოჩენისთვის საჭირო ხელსაწყოებით არის აღჭურვილი.



ივლისის განმავლობაში ეს მარსისკენ გაშვებული უკვე მესამე აპარატია. მანამდე წითელ პლანეტაზე თავისი აპარატები არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ჩინეთმა გაუშვეს.




კომენტარები:

ფართი შოპი