ინდოეთში კორონავირუსის 54 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 Jul 2020 18:40

ინდოეთში კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში 800 ადამიანი გარდაიცვალა და 54 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.



სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსული ინფექცია 1,6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 35 000-ზე მეტი პაციენტი.



ინდოეთში კარანტინი მარტში გამოაცხადეს, ხოლო ივნისიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ 5 აგვისტოდან კორონავირუსის გამო მიღებული ზომების ნაწილი კვლავ მოიხსნება. მათ შორის გაიხსნება სასტუმროები და სპორტული დარბაზები.




კომენტარები:

ფართი შოპი