ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას „Twitter“-ის საკუთარ გვერდზე.ეხმაურება.
„სახელმწიფო მდივანმა, სასამართლო სისტემის და საარჩევნო პროცესების პოლიტიზირების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, თუმცა სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება, ოპოზიციური სატელევიზიო არხის ინვესტორს გ. რურუას პატიმრობა მიუსაჯეს. ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“, – წერს კუბილიუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.