ეკატერინე ტიკარაძე: ლილოს ბაზრობაზე უკვე 3800 ადამიანია გამოკვლეული

31 Jul 2020 20:19

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ლილოს ბაზრობაზე და სხვა ბაზრობების ტესტირებაზე ისაუბრა. ტიკარაძის თქმით, ლილოს ბაზრობაზე უკვე 3800 ადამიანია გამოკვლეული, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ 5 ადამიანს დაუდასტურდა.



„მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება სხვა ბაზრობებზე პარალელურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, სხვა ბაზრობებზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება. თუმცა რანდომული კვლევის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას და ასევე გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება აკრეფილი ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი