ეკატერინე ტიკარაძე: სწავლის დაწყების თარიღის ცვლილების საფუძველი არ გვაქვს

31 Jul 2020 20:43

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაციაა შემუშავებული, განათლების სამინისტრო კი ჯანდაცვის სამინისტროსთან ინტენსიურად თანამშრომლობს.



„შემუშავებულია სხვადასხვაგვარი რეკომენდაცია. განათლების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, ვინაიდან დღევანდელი ეპიდვითარება ამის საფუძველს არ გვაძლევს. საუბარი არის სხვადასხვა მოდელზე, რასაც განათლების სამინისტრო დააზუსტებს და საჭირო დროს აცნობებს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სწავლა უნდა იყოს უსაფრთხო ჩვენი ბავშვებისთვის და, რა თქმა უნდა, ბავშვებმა უნდა მიიღონ შესაბამისი განათლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი