,,სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა" - თეა წულუკიანი რურუას საქმესთან დაკავშირებით ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა

31 Jul 2020 21:05


საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარ კუბილიუსის მოწოდებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა. მისი თქმით, თუკი რომელიმე მსჯავრდებული, მათ შორის გიორგი რურუა, არის უკმაყოფილო თავისი განაჩენით, ამისთვის არსებობს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები.



„ვფიქრობ, გიორგი რურუას საქმე არ არის გამონაკლისი იმ საქმეებისგან, რომლებიც საქართველოს სასამართლოებში თვეში ათეულობით გამოდის. კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში.


სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება. მე კი ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ლობიზმი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ხანდახან იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ესა თუ ის კანონმდებელი, სენატორი იქნება, თუ კონგრესმენი შეყვანილი იქნეს შეცდომაში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ის არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მე ვერ ვიქნები საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება ჰქონდეს მას მიღებული, ან საერთოდ გეგმავს თუ არა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებას.“ - აცხადებს წულუკიანი.





კომენტარები:

ფართი შოპი