სამთავრობო ცვლილებები - ოთხი მინისტრი პოსტის გარეშე დარჩა

09 Nov 2017 20:51

საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია, პოსტს რამდენიმე მინისტრი ემშვიდობება და უქმდება 4 სამინისტრო ესენია: 


  • ენერგეტიკის სამინისტრო;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტრო გაერთიანდა;
  • ევროპულ და ევროინტეგრაციის სამინისტრო.


თუკი აქამდე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 18 მინისტრის პორტფელი იყო, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, 4 სამინისტრო გაუქმდება და მთავრობის შემადგენლობაში დარჩება სულ 14 სამინისტრო.


ენერგეტიკის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეურთდება, ამავე სამინისტროს უერთდება ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებაც.



უქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვის მიმართულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერწყმება.



კიდევ ერთი გაუქმებული სამინისტრო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროა, ახალგაზრდული მიმართულება შეუერთდება განათების სამინისტროს, ხოლო სპორტის მიმართულება შეუერთდება კულტურის სამინისტროს.



უქმდება ევრო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და ამ მიმართულებით მუშაობას უკვე საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს.


ასევე დაზვერვის სახელმწიფო სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანდება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ასევე ვიცე პრემიერის პოსტს დაიკავებს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარაია კი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს.



ცვლილებების მიხედვით, მთავრობაში 2 ახალი სახეა. ერთი მათგანი მიხეილ ჩხენკელია, რომელიც განათლების სამინისტროს ჩაუდგება სათავეში, ახალ თანამდებობაზე მას ახალგაზრდული საქმეების მიმართულებითაც მოუწევს მუშაობა.



მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი ახალი წევრი საქართველოს რკინიგზის ყოფილი დირექტორი, მამუკა ბახტაძეა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.



ვიცე პრემიერის და საგარეო მინისტრის პოსტზე რჩება მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ასევე ევრო ინტეგრაციის მიმართულებით იმუშავებს.



სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ლევან დავითაშვილი რჩება სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე, მის მოვალეობებს დაემატება გარემოს დაცვაზე ზრუნვაც.



პოსტზე რჩება კულტურის მინისტრიც, თუმცა მიხეილ გიორგაძე ცვლილებების შემდეგ სპორტის მიმართულებითაც განაგრძობს მოღვაწეობას.


წყარო: rustavi2



კომენტარები:

ფართი შოპი