ვასილ მაღლაფერიძე: პირველი არხის ჟურნალისტების საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა

01 Aug 2020 12:33



,,პირველი არხის ჟურნალისტები დამოუკიდებლები არიან, მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა და არჩევნებს ისე გააშუქებენ, როგორც თავად ხედავენ, საკუთარი პროფესიული ეთიკისა და სინდისის კარნახით", – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.



„ისინი არ მოექცევიან ვინმეს გავლენის ქვეშ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით წინა არჩევნებზეც არანაირი პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ ახლა ეს ძალიან მაღალი სტანდარტით გაივლის. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამისთვის ემზადება და არჩევნების პროცესს ღირსეულად გაივლის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი