ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლებმა თბილისში პითონი დაიჭირეს

01 Aug 2020 14:13

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ზოომაღაზიის მეპატრონეს პითონი გაექცა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მეპატრონეს პითონი ტერარიუმიდან გაექცა.



როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, ქვეწარმავალი სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე დაიჭირეს. მათივე ცნობით, მიმდებარე ტერიტორიიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.



შემთხვევის შესახებ შეტყობინება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 31 ივლისს, 19:30 საათზე შევიდა.




კომენტარები:

ფართი შოპი