მექსიკა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა

01 Aug 2020 15:35

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 458 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 688 ადამიანი კი გარდაიცვალა.



სულ მექსიკაში კორონავირუსის 424 637 შემთხვევა გამოვლინდა, 46 688 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით მექსიკა მსოფლიოში მესამე ადგილზე მოხვდა. COVID-19-ს ამ ქვეყანაზე მეტი მსხვერპლი მხოლოდ აშშ-სა და ბრაზილიაში მოჰყვა.




კომენტარები:

ფართი შოპი