პაატა იმნაძე: ზამთარში კორონავირუსი კვლავ გაძლიერდება

01 Aug 2020 15:38

,,ჩემი პროგნოზებით მომავალი წლის ზაფხულისთვის მოგვეშვება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა. 



იმნაძის ვარაუდით, ზამთარში კორონავირუსი კვლავ გაძლიერდება, ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა ექნება.



„სამწუხაროდ, ზამთარში კორონა, ალბათ, მძლავრად იქნება. მთავარია ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არ გახდეს ავად და მაქსიმალურად დავიცვათ თავი. ელემენტარული რაღაცები დავიცვათ, რომ ეს ზაფხული კარგა გავიაროთ - ნიღაბი, დისტანცია. მორჩა. კორონა იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“.




კომენტარები:

ფართი შოპი