თეა წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტს რურუასთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია

01 Aug 2020 15:55


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიორგი რურუას შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.



მინისტრის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს რურუასთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია.



„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება. მინდა, ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას, ნებისმიერ სხვა პოზიციას, თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით“, – განაცხადა წულუკიანმა.



სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. 




კომენტარები:

ფართი შოპი