"შაქარაშვილი იმის გამო ხომ არ სცემეს, რომ აშველებდა და არ ეხმარებოდა... ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება"- დაკავებული არასრულწლოვნის მამა

01 Aug 2020 16:06

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილს ფიზიკურად შესაძლოა საბურთალოელები გაუსწორდნენ. 


მისი თქმით, ქურდულ მენტალიტეტში, როდესაც ჩხუბის დროს ძმაკაცი ძმაკაცს მიატოვებს, ამის გამო მას შურისძიების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდებიან.


„პოლიციამ ბოლოს ნახა ვინ ჩამოვიდა იმ აგარაკზე მანქანით? საბურთალოელები ჩამოვიდნენ ნახალოვკელების საცემად, გაიგეს რომ ნახალოვკელებმა სცემეს საბურთალოელებს, ჩამოვიდნენ შურისსაძიებლად. გაიგეს, რომ შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა მათ, მერე საერთოდ გაიქცა და შურისძიების მიზნით სცემეს. ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება, მერე რა რომ გამომძიებელი ვიყავი, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი, როდესაც ორი ძმაკაცი ჩხუბობს და ერთი ძმაკაცი ჩხუბიდან გაიქცევა, ის მეორე სცემს მას რატომ გამექეცი ჩხუბიდან და რატომ დამტოვე მარტოო. ვგულისხმობ დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბს, როდესაც ჩიქოვანს თავი გაუტეხეს. ცხონებული ხომ არ ეხმარებოდა თავის ძმაკაცებს და აშველებდა. შეიძლება მაგის გამო სცემეს, რატომ გვაშველებდი და რატომ არ გვეხმარებოდიო. რატომ გამოვრიცხავთ ამ ვერსიას?! დილის 4 საათამდე ხომ იმალებოდა იქ ვიღაც?! სატელეფონო ამონაწერებში ჩანს ეს. საბურთალოელი იყო ის პიროვნება და შეიძლება მან ნახა ბოლოს“, – აცხადებს თამაზ ხომასურიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი